პირველი ლიგის მეჩვიდმეტე ტური.
8 დეკემბერს გაიმართა საქართველოს XX-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის მეჩვიდმეტე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მეორე გუნდი სამტრედიაში ესტუმრა გათამაშების ერთ-ერთ ლიდერ ადგილობრივ საფეხბურთო კლუბს.
ზესტაფონელებმა იასპარეზეს შემდეგი შემადგენლობით: ძაძამია, ლაბაძე, ხიხაძე (ხაჩატურიანი, 78), ხაჩიძე, ზვ.ლობჟანიძე, ბერუაშვილი, ბერიძე, ხვადაგიანი (ტაბატაძე, 40), გაბრიჭიძე (ლ.ცხადაძე, 63), სუხიაშვილი, კვირიკეიშვილი.
პირველი ლიგის დასავლეთის ზონის 2008 წლის დასკვნითი შეხვედრა მარგველებმა ძალიან გადახალისებული და ახალგაზრდული შემადგენლობით ჩაატარეს. ამის მიუხედავად, სტუმრები საკმაოდ ღირსეულად დაუდგნენ ლიდერთა ჯგუფში მყოფ მასპინძლებს. მატჩის ბედი კი თამაშის დებიუტშივე გატანილმა ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა - მიმდინარეობდა შეხვედრის 8-ე წუთი, როდესაც სამტრედიელებმა სტუმართა დაცვის შეცდომით ისარგებლეს და გამარჯვების გოლიც გაიტანეს. ამის შემდეგ მატჩი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, ანგარიშის შეცვლა ორივე გუნდს შეეძლო, მაგრამ საბოლოოდ ანგარიში აღარ შეცვლილა.
იხილეთ განყოფილება ”ზესტაფონი-2”:
|